პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატი ნანული ვასაძე სოფელ ხალასა და გორგაძეების მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, გაერთიანებულ შეხვედრას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები: კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში ესწრებოდნენ.
„21 ოქტომბერს, გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ხალხისთვის სამსახური უნდა იყოს. ჩვენ, თქვენი დახმარებით ამას სისრულეში მოვიყვანთ“, - განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მმართველი პარტიის მიზნები და პრიორიტეტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ, 2018 წლის პროგრამით იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.