ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა
01-05-2015, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. პოსტები ასე გადანაწილდა:


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ტარიელ ხეჩიკაშვილი


თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი


ამ ეტაპზე ცვლილება სხვა სამინისტროების პირველ პირებს არ შეხებიათ.  

 

 

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე თავის ძველ თანამდებობას დაუბრუნდება და იგი კვლავ კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს. ამ უწყების ახლანდელი ხელმძღვანელი, სუჯაშვილი კი ასევე თავის ძველ თანამდებობაზე გადავა სამუშაოდ.

 

 

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში დასახელებული სამი მინისტრობის კანდიდატიდან, ორი - თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი - "რესპუბლიკური პარტიის" წევრები არიან.

 


როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ პარლამენტში აზრთა შეჯერება მოხდება, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, შესაძლებელია მიმდინარე კვირაში მოხდეს.

 

კომენტარები: 1
#1   თამარი
      
პატივს ვცემ მთავრობის გადაწყვეტილებას, ვიზიარებ მათ აზრს.
1 მაი 2015 04:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი