პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფლების, მოხეს, ზანავისა და წახანის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდნ აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატები მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. ზაქარია ენდელაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. ყურადღება ასევე, გამახვილდა ადგილობრივების საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ძალიან კარგად ვიცნობ. სამი წლის წინ, თქვენს მიერ გაკეთებული სწორი არჩევანით, შესაძლებლობა მოგვეცით, მრავალი სასიკეთო საქმე გაგვეკეთებინა. გთხოვთ, ამჯერადაც სწორი არჩევანი გააკეთოთ და მხარი დაგვიჭიროთ, რათა ერთად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენი მუნიციპალიტეტი ავაღორძინოთ“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.