გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა, დასახული მიზნების მისაღწევად
14-10-2017, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილი სოფლების, ბაკურციხის, ჩალაუბნის, მელაანის, ქოდალოს, დარჩეთისა და სოფელ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა. არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრასა და მოგვარებას დაპირდა.

 


„ჩვენს მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროს. ფერმერებს უნდა მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების ფერმერებამდე მიტანაა, რომლის გამოყენებითაც ისინი მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებენ სასურველ შედეგს“, განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი