ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივენ ბანონი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს და საარჩევნო კოლეგიაში 400 ხმას მიიღებს.
„პრეზიდენტი ტრამპი არა მხოლოდ შეინარჩუნებს თავის პოსტს ვადის ამოწურვამდე, არამედ 2020 წელს ამომრჩეველთა 400 ხმას მიიღებს“, განაცხადა ბანონმა, ტელეკომპანია ABC-ის ეთერში.
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და 2016 წლის „რესპუბლიკელების“ კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მთავარმა არქიტექტორმა აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება „პოპულისტების, ნაციონალისტების და კონსერვატორების ამბოხებამ“ უზრუნველყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა პოლიტიკურ მეტოქეს პოპულარული ხმებით - პირდაპირი წესით კენჭისყრით - მილიონზე მეტი ხმით მოუგო, ტრამპმა შტატების საარჩევნო კოლეგიაში 304 ხმა მიიღო, კლინტონმა კი მხოლოდ 227, რამაც მილიარდერის პრეზიდენტად გახდომა უზრუნველყო, რადგან გამარჯვებისთვის 270 ხმის მიღებაც საკმარისი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.