„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა რურუამ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ერთ-ერთი არჩევნები გაიხსენა, რომლის შედეგიც მათ არ იცოდნენ და რის გამოც „ნერვიულობდნენ“, რისი მომსწრეც მაშინ, რურუას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში მისული ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელმაც სააკაშვილს და მის გუნდს გამოსავალი შესთავაზა - დაეწერათ ის შედეგები, რაც მათთვის იქნებოდა სასურველი.
„ერთ-ერთი არჩევნების წინ, მაშინ როცა ივანიშვილი ე.წ. ქველმოქმედებით იყო დაკავებული - რეალურად ყველამ ვიხილეთ, რომ ეს პოლიტიკური მოსყიდვა იყო ჩვეულებრივი, მაგრამ მაშინ ქველმოქმედის სახელს ამოფარებული, ერთი-ერთი არჩევნების შემდგომ იყო ჩვენთან ერთად, პრეზიდენტის კაბინეტში, ის მოვიდა თავისი ნებით და შეესწრო ლაპარაკს იმის თაობაზე, თუ რა რეზულტატი ექნებოდა ამ არჩევნებს და მიხვდა, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით შედეგი, ვნერვიულობდით მასზე და გაოცებულმა შეხედა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უთხრა: ‘რას ნერვიულობ მიშა ამაზე, აიღე და დაწერე რა ციფრიც გინდა შენ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს დემოკრატია ხომ სისულელეა, თამაშიაო’, - მაშინ ჩვენ ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ, ზოგიერთმა ღიმილიც კი ვერ შეიკავა და ვუთხარით, რომ არ არის ეს თამაში, ამას ვერ გააკეთებ. ამ ადამიანს სწორედ ასეთი წარმოდგენა აქვს. მის ხელშია ახლა ჩაფარიც და ბოქაულიც, ცესკოც და მისი თავმჯდომარეც, მას უნდა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ციფრიც უნდა, ის დაიწეროს, ეს არ გამოვა მეგობრებო. დემოკრატია არ არის თამაში, დემოკრატია არ არის ციფრების წერა, დემოკრატია არის უზენაესი, უწმინდესი ნება ხალხისა, რომელზე ხელის აღმართვასაც არავის, არავის არ აპატიებს ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი“, განაცხადა ნიკა რურუამ სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას და მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინონ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
პარტიის ლიდერები მოუწოდებენ ივანიშვილს „არ გაბედოს“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გაყალბება. ისინი აცხადებენ, რომ 21 ოქტომბერს დაასრულებენ „ფაროსანა ივანიშვილის მმართველობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.