ჩრდილოეთ ირლანდიაში მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რადგან ქარიშხალი „ოფელია“ ირლანდიისკენ მიემართება და მოელიან, რომ ის ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან თავს დაატყდება ირლანდიას და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილს.
როგორც BBC იუწყება, „ოფელიას“, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ ატლანტის ოკეანიდან მოემართება, ამჟამად თან ახლავს ქარი, რომლის სიჩქარეც 113 კმ/სთ-ია.
როდესაც დიდ ბრიტანეთს დაატყდება თავს, იგი იქნება ზუსტად ისეთი სიმძლავრის შტორმი, როგორც იყო 1987 წელს, 30 წლის წინ თავსდამტყდარი „დიდი ქარიშხალი“, რამაც 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მოელიან, რომ იმ დროისთვის, როცა ქარიშხალი „ოფელია“ დიდ ბრიტანეთს მიაღწევს, ქარის ამჟამინდელი სიჩქარე, 113 კმ/სთ, შენარჩუნებული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.