ავსტრიის კონსერვატიულ „ხალხის პარტიას“, რომელსაც 31 წლის სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, ქვეყნის არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
გამარჯვების შემთხვევაში კურცი მსოფლიოში სახელმწიფოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება.
როგორც BBC იუწყება, წინასწარი მონაცმებით „ხალხის პარტია“ ამომრჩეველთა ხმების 31.5%-ს იღებს, მას „სოციალ-დემოკრატები 27.1%-ით მოყვებიან და ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ 25.9% მხარდაჭერა აქვს.
თუმცა კურცს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა არ ეყოლება და მოუწევს ალიანსი „თავისუფლების პარტიასთან“, რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგ ეწეოდა კამპანიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.