საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად იტალიის რესპუბლიკას ეწვია. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.
ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.