სტიქია გურიის რეგიონში - გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზიანა.
როგორც GUARDIAN.GE-ს ლანჩხუთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ხიდები, მილხიდები და გაბიონები; დატბორილია და დამეწყრილია ეზოები, საყანე ფართობები; საცხოვრებელ სახლებს ქარიშხალმა სახურავები გადახადა.
მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ყველა პრობლემურ ადგილზე გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.