თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული. მშენებლობაზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
პრემიერმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგურის ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა.
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და სტუმრებთან ერთად, ახლადგახსნილი მეტროსადგურიდან გასული პირველი მატარებლით იმგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.