მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში ბრუნდება
01-05-2015, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში ბრუნდება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 
მისივე თქმით, დავით სუჯაშვილი, რომელსაც ამავდროულად უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, საქმიანობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს.

 
“რაც შეეხება მინდია ჯანელიძეს, მინდა, მას მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის. იგი არის ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი, ღირსეული, პატრიოტი, მე ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მოქალაქე. ბატონ მინდიას გუშინ მე შევთავაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გახლავთ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობს ამ სფეროს. ბატონი სუჯაშვილი, რომელიც დღემდე იყო ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მდივანი იყო, იგი დაუბრუნდება თავის საქმიანობას, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი. რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია. კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ აღნიშნულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი