ისრაელის ავიაციამ სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეა გაანადგურა, განაცხადა არმიის პრეს-სამსახურმა.
ბატარეა დამასკოს აღმოსავლეთით იყო დაყენებული. პრეს-სამსახურში ხაზი გაუსვეს, რომ თავდასხმა ისრაელის ტვითმფრინავების დაბომბვაზე პასუხის გაცემა იყო.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ბომბების დაშენისას ისრაელის თვითმფრინავები ლიბანის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ, თუმცა ისრაელის მხარეს დანაკარგი არ განუცდია.
ინციდენტი ისრაელში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოიგუ „აღნიშნულ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს“.
სირიასთან დაკავშირებით, თელ-ავივი აცხადებს, რომ ის ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ „მისი სუვერინიტეტის დარღვევის მიმართ შეუწყნარებელი იქნება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.