საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს
16-10-2017, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ​ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

 


„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ვრცელი საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

 


საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს პროცესში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

 


შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო- იტალიის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს.

 

 

გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ.

 


აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლის მნიშვნელობა და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.

 


როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის არსებული ისტორიული და საუკუნოვანი კავშირების გააქტიურებასა და განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, სადაც ძალიან მზარდი დინამიკა შეინიშნება", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი