საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
პრემიერ მინისტრმა უნგრეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. ელჩმა გამოთქვა უნგრული მხარის დაინტერესება, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.