სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ობუჯში, ფახულანში და ჩქვალერში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა.
„წალენჯიხაში პრობლემურ ადგილებზე მობილიზებული იყო გემგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მესტიის მუნიციპალიტეტში მოთოვა. თოვლის საფარი 10 სმ-ს აღწევს. თოვლს პრობლემები მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არ შეუქმნია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღდგება", აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.