ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე „ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის“ წევრებს შეხვდა
16-10-2017, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე „ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის" წევრებსა და სხვადასხვა სექტორში მოღვაწე აქტიურ ქალბატონებს შეხვდა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ჯურხაძემ მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი თვალით დანახული პრობლემეტური საკითხების შესახებ მოისმინა, რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს გაეცნო.

 

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალბატონებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას გაუსვეს ხაზი - სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, გამწვანება, სანიტარული და გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა გატარება, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა. შეხვედრის დასასრულს, მერობის კანდიდატმა შეკრებილთ მიმართა და გამარჯვების შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის კარგად ნაცნობი პრობლემური საკითხები დღეს აქ ახლებურად დავინახე. თქვენ სხვა ხედვა გაქვთ, სხვანაირად აფასებთ, არჩევთ, სხვაგვარად ალაგებთ პრიორიტეტებს. მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი ძლიერი, კვალიფიციური ქალბატონები ხონის კეთილდღეობისათვის იღწვიან. ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა მუნიციპალიტეტის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში. ყოველთვის მოგისმენთ და მხარს დავუჭერ ყველა გონივრულ ინიციატივას", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი