ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წარმომადგენელს, ჯორდი სანჩესს, რომელიც რეგიონული ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელია და ჯორდი კუიხარტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათზე გამოძიება ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით მიმდინარეობს.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ორი პირი მთავარ ორგანიზატორად არის მიჩნეული 1-ლი ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა, რომელსაც ესპანეთის მთავრობა უკანონოდ აცხადებს და რომლის გამართვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა.
რეფერენდუმიდან მე-9 დღეს კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, მაგრამ მისი განხორციელება მადრიდთან შუამავლის მეშვეობით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ორი თვით შეაჩერა.
ოფიციალური მადრიდი მოლაპარაკებებს არ თანხმდება და მოუწოდებს კატალონიას გააუქმოს დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონზე პირდაპირი წესით მმართველობის დაწესებით იმუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.