თედო ჯაფარიძე: თინა ხიდაშელს ახალ ამპლუაში სამენეჯერო თვისებების გამოვლენა დასჭირდება
01-05-2015, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი ხდება, დაკისრებულ ვალდებულებებს თავს გაართმევს.

თედო ჯაფარიძის განცხადებით, ხიდაშელი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ახლა ახალ ამპლუაში გადადის და სამენეჯერო თვისებების გამოვლენა დასჭირდება.

„ქალბატონი თინა, ყველამ ვიცით, რომ გამოცდილი, ენერგიული პოლიტიკოსია. ახლა, ის ახალ ამპლუაში გადადის. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავდაცვის მინისტრი ქალი გახდება, სადაც მას უკვე სამენეჯერო თვისებების გამოვლენა დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თინა, იმ გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, თავს გაართმევს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატურა დასახელდა.

კერძოდ კი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - „იბერია-ბიზნეს-ჯგუფის“ და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად კი „რესპუბლიკელი“ დეპუტატი გიგლა აგულაშვილი დასახელდნენ. მინისტრთა ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა მინდია ჯანელიძე. პრემიერმა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, მინდია ჯანელიძის ნაცვლად, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენელის თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა.

სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომის შემდეგ, მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა, რადგან მინისტრთა კაბინეტის 1/3 განახლდა.

პროცედურის მიხედვით, პრემიერის მიერ დასახელებული კანდიდატები, ახლა პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება. ნდობის გამოცხადებისთვის 76 ხმაა საჭირო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი