შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მწემსი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა.
„სამაშველო ჯგუფი ოზურგეთიდან, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.
შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
შსს-ს მაშველებმა მამაკაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.