საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე ესწრებოდნენ, საქართველო - იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ძალიან აფასებს იტალიის პარლამენტართა მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და დაგმო საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სტაბილური საქართველოს მნიშვნელობას ევროპის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ფორმატებს და მიაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციები ნაყოფიერად ითანამშრომლებენ.
შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში და აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურობა და პროექტების მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხე და სამკითხველო ადგილები გაიხსნა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს სენატის თავმჯდომარემ ჯუსტინიანის სასახლეში „კონსტიტუციის დარბაზი" დაათვალიერებინა, სადაც ხელი მოეწერა იტალიის კონსტიტუციას", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.