სურსათის ეროვნული სააგენტო: აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა
17-10-2017, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

 

 

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა. თანხის ნაწილი კი, შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენაზე დაიხარჯა.

 

 

„მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ახლა უკვე გამოსაზამთრებელ ადგილებში შედის და სამალავისკენ მიიწევს, რაც ადამიანისათვის შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, შეუძლებელი იყოს მისი პოვნა, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც გადაადგილდება, ამ დროს მექანიკური ღონისძიებების განხორციელებას უფრო მაღალი ეფექტი აქვს. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, ეტაპობრივად იწყება მათი გამოსვლა. ფაროსანა გადაადგილდება სხვადასხვა მწვანე მცენარეებზე, სადაც კვებას, გამრავლებას იწყებს და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლობს. ზუსტად ამ დროისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები მომავალი წლის პროგრამისთვის, რათა მავნებლის რიცხოვნობა მინიმალურამდე დავიყვანოთ", განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი