[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა (ვიდეო)
05-02-2014, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                         

                                             

                                             

"საქართველოს მესიჯი არის ცხადი - საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გამოიკვეთა ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა და მზაობა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტომდე მოაწეროს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 28 თებერვალს მიიღებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება.

 


ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.

 


"აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ამჟამად გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელს ველოდებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი მოსალოდნელია 6,3%-იანი ზრდა"-აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი