პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა ნეშთები და სასულიერო პირების მიერ გამართულ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს, ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.