შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიელი ქურთი და არაბი მებრძოლები აცხადებენ, რომ სრული კონტროლი დაამყარეს სირიაში მდებარე, ერთ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქ“ რაყაზე.
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა ტალალ სელომ განაცხადა, რომ ოთხთვიანი იერიშის შემდეგ ბრძოლები დასრულებულია, და ახლა განაღმვითი ოპერაციები მიმდინარეობს.
როგორც BBC იუწყება, ქალაქის „გათავისუფლებისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ სამწლიანი მმართველობის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება, მოელიან, რომ მალე გაკეთდება.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რაყა 2014 წელს დაიპყრო, თვეების შემდეგ რაც ის სირიის პირველი პროვინციული დედაქალაქი გახდა, რომელიც სამოქალაქო ომში ამბოხებულებმა ჩაიგდეს ხელში, და იგი თვითგამოცხადებული „ხალიფატის“ მთავარ შტაბ-ბინად იქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.