ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს
17-10-2017, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს და შვიდივე ერთნაირად პრიორიტეტულია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს ირაკლი კობახიძე კახა კალაძის საარჩევნო პროგრამას.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერობის კანდიდატსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

„აქ საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისის მოსახლეობას და საუბარია ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. თითოეული ეს მიმართულება არის პრიორიტეტული“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კახა კალაძეს კონკრეტული გეგმები აქვს წარმოდგენილი.

 

 

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი კახა კალაძეს, მათ შორის არის წარმოდგენილი პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს ბიზნეს სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი თბილისს მოუტანს ძალიან სწრაფ განვითარებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი