პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე სტიქის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
„შუახევში სტიქიას ამ წუთებშიც ებრძვიან. მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა. დაზიანდა ხიდები და საავტომობილო გზები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და შენობა-ნაგებობები. დამეწყრილია ათამდე საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის, არცერთ ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან, ხოლო მდინარეში წყლის დონის დაწევის შემდეგ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.