სრულიად ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის სახელით, მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
“სრულიად ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან არსებულმა მართვის სტილმა, არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობის უნიათობამ, წარმოდგენილმა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი შეიყვანა ძალიან ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისში. სრულიად ნათელია ისიც, რომ მთავრობა ცდილობს თავი აარიდოს ამ ცვლილებებს და პარლამენტში წარმოსადგენი კაბინეტი საკუთარი შემადგენლობით, პროგრამითა და ხედვით იმეორებს ყველაფერს იმას, რაც გრძელდებოდა ამ თვეების განმავლობაში და რამაც საქართველოში ვითარების გაუარესება, ოჯახების გაღარიბება, ეკონომიკური კრიზისი და არასტაბილურობა მოგვიტანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რომ არ მოხდეს მთავრობის წარმოდგენა ამ ფორმით, მითუმეტეს, ასეთი ნაჩქარევი, ქაოტური და გაუზარებელი გზით და მოხდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ელის, რომ ეს არ იქნება პროცესის მექანიკური გაწელვა, არამედ პრეზიდენტი გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა ამ ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს.
“ჩვენ ველით პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, რომ ეს ერთი კვირა იქნება არა დროის მექანიკური გაწელვა, არამედ ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი თანამდებობის პირი, გადადგამს რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებამ და ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს. ეს მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებში, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა საზოგადოებამ და ქვეყანამ აღარ მიიღოს ხელისუფლება და მთავრობა, რომელმაც ის შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას რეალური ცვლილებები მოჰყვეს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება გამოსავალს, “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ ეს მდგომარეობს არაფორმალური მმართველობის დასრულებაში, არსებული ხელისუფლების მთლიანად შეცვლაში, ხოლო წინ გზა ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე გადის.
“იმ მთავრობის, რომელიც დაიწყებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, 36-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას, საარჩევნო რეფორმას და ამ გზით მიიყვანს ქვეყანას მომავალი არჩევნებისკენ”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.