პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფლების, ციცქიურის, ნადაბურისა და გოლისის ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დოდო ხაჩიძე და ზურაბ ხაჩიძე წარუდგინა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ხალხი მმართველი გუნდის კანდიდატებზე. თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება კეთილგონივრული, ამავდროულად, უნდა იყოს სასარგებლო სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის“, განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.
ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ციცქიურსა და ნადაბურში არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი, დაზიანებული და ამორტიზებულია ხიდები და ხიდბოგირები. აღინიშნა, რომ უკვე მომზადებულია პროექტები და ამ სოფლებში აღნიშნული პრობლემა აღარ იქნება.
„ჩვენ მოვიპოვეთ ხალხის ნდობა და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენი სამომავლო პროგრამები და გეგმები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლების გაზიფიცირებაა. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, მომავალ წელს გაკეთდება სოფლის ცენტრალური გზა. ჩვენ გვაქვს მასშტაბური გეგმები და ხელს ვერავინ შეგვიშლის ამ გეგმების განხორციელებაში“, მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.
ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.