პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს განზრახული აქვთ უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერ ფასად მიტაცება, მიიჩნევს „ბლოკ პეტრო პოროშენკოს“ ფრაქციის თავმჯდომარე არტურ გერასიმოვი.
„უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ არც სააკაშვილის და არც მისი მომხრეების მიზანი არაა იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც მათ წამოსწიეს. მათი ნამდვილი მიზანია - რეალური მასშტაბური დესტაბილიზია უკრაინაში, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ჩასაგდებად“, უთხრა გერასიმოვმა სააგენტო „უნიანს“, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მან მოუწოდა მომიტინგეებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის ბლოკირება, უწოდა რა ამგვარ ქმედებებს „არამართებული“.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა. მისი თქმით, უმაღლეს რადასთან პროტესტის ზოგიერთი გამომხატველი ცდილობს ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას, მაგრამ მეორე ნაწილს გულწრფელად სურს ცვლილებები.
წინა დღით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნაციონალისტური პარტიების - „ნაციონალური კორპუსი (ეროვნული ბატალიონის, „აზოვის“ ბაზაზე დაფუძნებული პარტია, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული)“, თავისუფლება“, ახალი ძალების მოძრაობა“, ბატკივშჩინა“ - დროშებით და რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რადას შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
ისინი სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.
მომიტინგეებმა რადას შენობის მიმდებარედ კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სამშაბათ საღამოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.