შალვა ნათელაშვილი: თბილისში უნდა მოვიდეს გუგავა.... თბილისელები არ შეიძლება იყვნენ ქურდი კალაძის ამომრჩევლები, ავაზაკი ივანიშვილის მხარდამჭერები
18-10-2017, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველგან, სადაც ჩვენ მოვალთ, სადაც „ლეიბორისტული პარტიის" მერი და უმრავლესობა აირჩევა, აღარ იქნება პრობლემა რა ვჭამოთ, არ იქნება პრობლემა რით ვიმკურნალოთ, არ იქნება პრობლემა რით გადავიხადოთ განათლების საფასური და არ იქნება პრობლემა, რომ ჩვენ თავზე წამოგვაჯდნენ ფულით გაყოყოჩებული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები, სამუდამოდ დავამთავრებთ მათ ეპოქას, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის საკრებულოს პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარადგინისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, პარტიის პირველი ნომერი მიხეილ ქუმსიშვილი, მეორე ნომერი კი ნათია შარაშენიძე იქნება. ნაძალადევის 19-ე ოლქში „ლეიბორისტულმა პარტიამ" ზაზა სიდამონიძე, გლდანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში დალი ყარაულაშვილი, 25-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თამაზ ხუციშვილი, 23-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ირემაშვილი, ხოლო 22-ე ოლქის მაჟორიტარი სულიკო პატურაშვილი წარადგინა. მთაწმინდის 21-ე ოლქში კი „ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი, მაია ხოფერია იქნება.

 

 

„კარს მოგვადგა 21 ოქტომბერი, რომელიც არ არის მარტო ადგილობრივი არჩევნები. ეს არის 21-ე საუკუნის არჩევანი, ეს არის არჩევანის არჩევანი. ამ დღეს გადაწყდება საკითხი, ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ, ამაყ, თანასწორ საქართველოში, თუ ვიქნებით ოლიგარქთა, ქურდთა, ავაზაკთა მონები.

 

 

ჩვენ ხმა უნდა მივცეთ არა ფულით, არამედ გულით მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამარტო ამ წუთიერად რას შევჭამთ იმაზე, არამედ მომავალზე, წარსულზე, შვილებზე, შვილიშვილებზე. „ლეიბორისტული პარტიის" გუნდი მზად არის, თქვენი ნდობის შესაბამისად, სათავეში ჩაუდგეს ყველა იმ სტრუქტურას, სადაც მოგვცემთ მანდატს იმისათვის, რათა დაგიბრუნდეთ წართმეული, იმისათვის, რათა წელში გაიმართოს ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა, დამყარდეს სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა, დამთავრდეს ოლიგარქთა თარეში, 1 ლარად მიწის ნაკვეთების გადაცემა, ჯიპობანა, პრემიები, დაცვები, საშვები - ამას ყველაფერს ერთი გადაჭრით დავამთავრებთ და სამუდამოდ დავამთავრებთ....

 


თბილისში უნდა მოვიდეს გუგავა, მეგობრებო და მაშინ დაიწყება თბილისის დიდება ახლიდან და ქალაქის აღორძინება და მაშინ მოეღება ბოლო იმ საშინელებებს, რაც ჩვენ თავზე ტრიალებს. თბილისში არ შეიძლება მოვიდეს ქურდი, თბილისელები არ შეიძლება იყვნენ ქურდი კალაძის ამომრჩევლები, ავაზაკი ივანიშვილის მხარდამჭერები და ვინც „ოცნებას" - ივანიშვილის რეჟიმს მხარს დაუჭერს უკვე 21-ში, მას მორალური უფლება არ ექნება იცხოვროს ქართულ მიწაზე, რადგანაც მან ეს მიწა გაყიდა უკვე", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი