„პრემიერი ცდილობდა, მალე მოეგვარებინა ეს საკითხი, რომ პოლიტიკურ ჩიხში არ შესულიყვნენ, პრეზიდენტმა კი ეს ჩიხი და კრიზისის გაღრმავების შესაძლებლობა დაუშვა. ამან შეიძლება რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანოს“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ექსპერტმა მთავრობის შემადგენლობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები განიხილა და მინისტრობის სამი კანდიდატიც შეაფასა.
„მე არ ვიცნობ ტარიელ ხეჩიკაშვილს, მაგრამ მის მიერ წამოწყებული სპორტული საქმე სპორტკლუბი საბურთალო არის უაღრესად წარმატებული, ბევრი მისი გაზრდილი ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობს. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის ყოველთვის კარგი ჩინოვნიკი იყო და საქმეს ალღოს მარტივად უღებდა. თინა ხიდაშელის დასახელება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ეს არის რევერანსი „რესპუბლიკელების“ მიმართ და გეოპოლიტიკური გამოწვევების ნაყოფია. პრემიერი პრეზიდენტის მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით, იგივე კანდიდატურებს წარადგენს, თუმცა ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ძალებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე, იგივე პოლიტიკური ლიდერები პრემიერს კომპრომისზე წასვლას და სხვა რომელიმე მინისტრის შეცვლასაც მოსთხოვენ. თუ მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს უკვე პოლიტიკური კრიზისი იქნება და ამას რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერობის მოვალეობის შემსრულებებლმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, საქართველოს პრეზიდენტმა კი მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.