ირაკლი ალასანია: მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს
01-05-2015, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად თინა ხიდაშელის დასახელებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებს გორში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ განუცხადა, სასიხარულოა, რომ მინისტრთა კაბინეტში თინა ხიდაშელის სახით ქალი მინისტრის წარდგენა მოხდა.


"თუ პარლამენტი თინა ხიდაშელის კანდიდატურას დაამტკიცებს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მინდა, მას რამდენიმე რჩევა მივცე იზრუნოს ჯარისკაცებზე, გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გამტკიცებისთვის. ეს ეხება საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს იგი, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ", - განაცხადა ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი