საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „რთველი 2017" ძალიან წარმატებულად დამთავრდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან კონკრეტულ მონაცემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება.
რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სახელმწიფოს მიერ სწორად ჩატარებული პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა - ეს იყო ხვნისა და თესვის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები, აგროდაზღვევის სისტემა და, რა თქმა უნდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, დღეს უკვე შექმნილია ჯანსაღი სისტემა, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს „ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის" მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.