ადიგენის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე: მჯერა, რომ სწორად გაკეთებული არჩევანით, შევძლებთ აღმშენებლობის პროცესი გავაგრძელოთ
19-10-2017, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი ამჯერად, სოფლების, იმართუბნის, ადიგენის, ვარხანისა და ზაზალოს მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 


შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ზაქარია ენდელაძემ გზების აღდგენაზე, გარე განათების მოწყობაზე, მთის კანონსა და გაზიფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მისი გამგებლობის პერიოდში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

 


„მჯერა, რომ თქვენი სწორად გაკეთებული არჩევანით, შევძლებთ კვლავ გავაგრძელოთ აღმშენებლობის პროცესი“, განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.

 


მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა და მერად არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი