ლევან დავითაშვილი: ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ცნობილი წლის ბოლოს იქნება
19-10-2017, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხდებით, ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ცნობილი წლის ბოლოს იქნება.

 

 

„ამ მომანტისთვის შეუძლებელია, რომ სრული სურათი გვქონდეს, რადგან შემოდგომა სოფლის მეურნეობაში აქტიური ფაზაა. საბოლოო მონაცემებს დასჭირდება რამდენიმე თვე. ჩვენ რომ ზუსტი მონაცემები გვქონდეს, ამისთვის სტატისტიკური სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. გარკვეული მონაცემები გვექნება წლის ბოლოს, თუ რა კულტურებში რა ტიპის ზარალი შეიძლება მივიღოთ. ამაში ჩვენ გვეხმარება USAID-ის პროექტი, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩართული და ამერიკული მხარე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზარალის შეფასებაში", აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

 

დავითაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ მავნებელის წინააღმდეგ.

 

 

„ყველა ღონისძიება იყო ადეკვატური. ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია ებრძვის, ჩვენ კი გვქონდა ფაროსანასთან ბრძოლის 1-წლიანი გამოცდილება. ამ გამოცდილებამ მოგვცა ძალიან მდიდარი ბაზა, რომ მომავალში უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ. სახელწმიფოს გააჩნია სერიოზული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რაც დაგვიგროვდა წლის განმავლობაში",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი