პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა გამართა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები და მოწვეული სტუმრები ეწრებოდნენ.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემო მარნეულელებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატმა, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც ჩემი გუნდის, ისე თითოული თქვენგანის წინაშე; ძალიან სწრაფად გაიარა წინასაარჩევნო პერიოდმა. ამ ხნის განმავლობაში, შევეცადე, მოვსულიყავი თითოეულ თქვენგანთან, პირადად გამეცნო ჩემი საარჩევნო პროგრამა და მომესმინა თქვენი საჭიროებები. ჩემო მეგობრებო, ცოტა დრო დარჩა გამარჯვებამდე. 21 ოქტომებრს, თქვენ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით და მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ. დღეს ჩემთან ერთად არის ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. ჩემო მარნეულელებო, მინდა იცოდეთ, როგორც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვიზრუნებ, ისე ვიზრუნებ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებზე”, განაცხადა თემურ აბაზოვმა შეხვედრაზე.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.