უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა, მთავარია არ დაირღვეს კონსტიტუცია და კანონის მოთხოვნები და რამდენადაც ვიცი, ეს ამ ეტაპამდე არ მომხდარა. ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს თავის უფლებამოსილება და პარლამენტიც იმუშავებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება და დამტკიცება ჰქვია”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.