საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამთენიისას გაემგზავრნენ. ქართველი სამხედროები ვაშინგტონში საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ 42-კილომეტრიან მარათონში მიიღებენ მონაწილეობას და ბრიტანელ, ამერიკელ, უკრაინელ, ახალ ზელანდიელ, ავსტრალიელ, ლიტველ, ესტონელ, ფინელ, დანიელ და კანადელ დაშავებულ სამხედროებთან ერთად იასპარეზებენ.
მარათონში ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები 2015 წლიდან მონაწილეობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს.
გარბენში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილიც ჩაერთვება. ვაშინგტონში დაგეგმილ სპორტული ღონისძიების ფარგლებში პაატა პატიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და საქველმოქმედო ფონდებთან გამართავს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.