საქართველოს პრემიერ მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
20-10-2017, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

 


„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის დეტალურად გააცნო ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

 


პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი