პრემიერ მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
20-10-2017, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.

 


მისია 26 კომპანიას, მათ შორის 12 მსხვილ კორპორაციას და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს აერთიანებს.

 


პრემიერ მინისტრმა დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-ის სავაჭრო მისიის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია.

 


„მთავრობის მეთაური აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების, პოტენციური საინვესტიციო მიმართულებებისა და საქართველოს მიღწევების, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.

 


კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და სფეროებზე მსჯელობას ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები თემატურ შეხვედრებზე განაგრძობენ. მისიის შემადგენლობაში მყოფი კომპანიები, ძირითადად, სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობენ.

 


აშშ-ის სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. მისიის შემადგენლობაში არიან კომპანიები - Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA. შეხვედრაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდნენ", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი