„ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე 19 ოქტომბერს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შიდაპარტიულ დაპირისპირებას გამორიცხავს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს.
„გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება გასცემს კითხვებს საბოლოო პასუხს. ჩვენ, „ქართული ოცნება" ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობიან პერიოდში ჩავატაროთ არჩევნები. დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს....
გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება და ეს არის აბსოლუტური სისულელე", განუცხადა ამირან გიორგაძემ „რუსთავი 2"-ს.
სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.