ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს” წევრმა, აჰმედ იმამყულიევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 19 ოქტომბერს, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ეს არის „ქართული ოცნების" სახე. დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართული ოცნება" და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, სამწუხაროდ. ჩვენ ვუყურეთ ბატონ მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპრისიპრება", განაცხადა იმამყულიევმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.