თეა წულუკიანი: ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა
20-10-2017, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს მედიის წარმომადგენელთან საუბრისას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

 

 

მინისტრი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს ურჩევს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

 

 

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი, მიმდინარეობს გამოძიება. ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველგვარი არჩევნებთან დაკავშირების და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ქვემო ქართლს და სხვა იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს ნიშნები გარკვეული დაძაბულობისა, რა თქმა უნდა, იქ როგორც წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციასაც, სიტუაციასაც და გეგმას პრევენციისა", განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი