წუხილს გამოვთქვამთ თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ხალხი დაიჭრა, აღნიშნული განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მით უმეტეს არჩევნების წინა დღეს".
„რამდენიმეს მძიმე დაზანებები აქვს მიყენებული. ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, ამ საშინელი ძალადობის ჩამდენთა ვინაობის დასადგენად.... გვაშფოთებს ისიც, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ხალხის სურვილზე, მივიდეს უბანზე ხმის მისაცემად", განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.