მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ინვესტორების ჩართვას იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.
„აღინიშნა, რომ საქართველო არის გასასვლელი ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი.
პრემიერ მინისტრმა Frank Group-ის წარმომადგენლებს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზად არის.
Frank Group არის საერთაშორისო ჰოლდინგი და საინვესტიციო ჯგუფი 200-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად უძრავი ქონების, წარმოების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში საქმიანობს", აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.