ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
მან მოსახლეობას ხვალ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„21 ოქტომბერს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქემ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და პროტესტი განაცხადოს იმ სიდუხჭირეზე, სიღარიბეზე, უიმედობაზე, უძრაობაზე, ჩალის ფასად დაყრილ ნარკოტიკებზე. ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.