იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა, 4-მა კანდიდატმა, ელისო ტუკვაძემ, ირაკლი აბშილავამ, ეკატერინე გაბრიჩიძემ და როინ კახიძემ კი, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.
უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს შორის თამარ ალანია, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი და სხვები არიან.
კენჭისყრა, რომელიც რამდენიმესაათიანი დაგიანებით დაიწყო, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა. ხმის მიცემის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 11 მონაწილეობდა.
კენჭისყრაში მონაწილეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უარი განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.