სულ მცირე 60 ადამიანია მოკლული ავღანეთის მეჩეთებში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ცალ-ცალკე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, იუწყება ქვეყნის ოფიციოზი.
როგორც თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, დედაქალაქის დასავლეთით, იმამ ზამანის მეჩეთი „ფრონტის ხაზს ჰგავს“.
ქაბულში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები პარასკევ საღამოს ლოცვებზე იკრიბებოდნენ, დაღუპულია სულ მცირე 39 მლოცველი.
ავღანეთის გორის პროვინციის სუნიტურ მეჩეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად კი სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.
არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ავღანეთის გასწვრივ, შიიტური მეჩეთები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებადაა ქცეული.
აგვისტოში, ქაბულში მორწმუნეებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 ადამიანზე მეტი დაირუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.