„ლეობორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
ნათელაშვილის შეფასებით, „ეს გახლავთ გომელაურის და ივანიშვილის სპეცსამსახურთა მიერ დაგეგმილი ოპერაცია“, რაც მისივე აზრით, მიზნად ისახავს „საზოგადოების ყურადღება გადართონ პრობლემაზე, რომლის თანახმადაც, არსებობს რაღაც დიდი საფრთზე სახელმწიფოსათვის, რომელიც სროლასაც არ ერიდება და არიქა, ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, იქნება საყოველთაო დესტაბილიზაცია".
„მე მათ ვეუბნები, საყოველთაო დესტაბილიზაცია იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხმას მიიღებენ", განაცხადა ნათელაშვილმა მედიასთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.